ბეჟან ლორთქიფანიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

დღეს, 19:00 საათზე სასამართლო სხდომა ჩაინიშნა და წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბეჟან ლორთქიფანიძე გირაოს სანაცვლოდ გაატავისუფლეს. მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ნაცვლად 5000 ლარი გირაო შეუფარდა.

ბეჯან ლორთქიფანიძის ადვოკატებმა გიორგი გერხეულმა და ბექა ბასიალაიამ სასამართლოს წარუდგინეს ექსპერტის დასკვნა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივლისის ღამეს მომხდარი მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 პირი, მათ შორის ბეჟან ლორთქიფანიძე დააკავა. 27 ივლისს სასამართლომ ხუთივე დაკავებულს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი 17 სექტებმერს არის ჩანიშნული.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად