ბეჟან გუნავა და კიდევ სამი პირი დააკავეს

შსს-მ ბეჟან გუნავა და კიდევ სამი პირი დააკავა. შსს ადასტურებს, რომ 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა ამ ეტაპზე დეტალებზე არ საუბრობენ.

აქცია “სანტეს” ქარხანასთან დილიდან დაიწყო. “ქართული არჩევანის” წევრები და იქ მანამდე დასაქმებული პირები კომპანიის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, “სანტემ” დემონტაჟის სამუშაოებზე დასაქმებული პირები უკანონოდ დაითხოვა და მათი ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად