“ბევრს პირბადე ნიკაპზე ან ცხვირზე უკეთია” – რატომ არ აღდგა ტრანსპორტი 3 დიდ ქალაქში

1 თებერვლიდან ტრანსპორტი არ ამოქმედდება თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, დანარჩენ ქალაქებში კი იმოქმედებს. ეს გადაწყვეტილებაც საკმაოდ რისკიანია და შესაძლოა შეუწყოს  ხელიამან ამ ქალაქებში ვირუსის გავრცელებას, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე რისკის შემცველი დახურული სივრცეა. ტრანსპორტი არის ის ადგილი, სადაც თუნდაც ნახევარი საათის მგზავრობის დროს გვიწევს ბევრ ადამიანთან ერთად ყოფნა. ბუნებრივია ტრანსპორტში სავალდებულოა პირბადეების ტარება, მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ ბევრს პირბადე უკეთია ნიკაპზე, ან არ ფარავს ცხვირს. მესმის, რომ ადამიანებს არ უნდათ დისკომფორტის შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის ერთადერთი ის გზა, რომლითაც ინფექცია ვრცელდება. შესაბამისად ტრანსპორტი ქმ ნის ძალიან დიდ საფრთხეებს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 1 თებერვლიდან ტრანსპორტი არ ამოქმედდება თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, დანარჩენ ქალაქებში კი იმოქმედებს. ეს გადაწყვეტილებაც საკმაოდ რისკიანია და შესაძლოა შეუწყოს  ხელიამან ამ ქალაქებში ვირუსის გავრცელებას, თუმცა დინამიკა გვაძლევს ამ შესაძლებლობას და ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ სამ ქალაში კი ისედაც მაღალი მობილობაა. თბილისში, სადაც ვირუსის დადებითობის შემთხვევა 10%-მდეა, კიდევ ტრანსპორტის ჩართვა გავრცელების მეტ რისკს შექმნიდა”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად