”ბეწვის ხიდი”-სოფელ სხალთაში სამი ოჯახი ყოველდღიურად ავარიული ხიდით სარგებლობს

ხულოში, სოფელ სხალთაში სამი ოჯახი ყოველდღიურად ავარიული და ამორტიზირებული ხიდით სარგებლობს, მოსახლეობამ მას “ბეწვის ხიდი” შეარქვა.

სწორედ ეს “ბეწვის ხიდი” აკავშირებს ადგილობრივებს ცენტრთან, ვინაიდან მათთან სამანქანე გზა არა არსებობს. როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, ხიდი ტოტებითა და ხის პატარა ფიცრებითაა გამაგრებული.

მათივე თქმით, აღნიშნული ხიდი 40 წლის წინ ააგეს და დღემდე სრული რეაბილიტაცია არ ჩატარებია, სოფელი კი საკუთარი სახსრებით ცდილობს პატარა ფიცრულებით გაამაგროს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, განსაკუთრებული პრობლემა ცუდ ამინდში იქმნება, როდესაც მდინარეც ადიდებულია და ბავშვები სკოლაში დადიან, ასევე ძალიან რთულია საოჯახო ნივთებისა და სურსათ სანოვაგის გადატანაც. ადგილზე ასევე შეუძლებელია გადაუდებელი დახმარების ტექნიკის მისვლაც, იქ ვერც სასწრაფო და ვერც სახანძრო მანქანა ვერ მიდის.
ხულოს მერიაში აცხადებენ, რომ მათთვის აღნიშნული პრობლემა უკვე ცნობილია, თუმცა ამ წლის ბიუჯეტში აღნიშნული ხიდისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. მათი ინფორმაციით, შესაძლოა თანხების გამოყოფა ბიუჯეტის კორექტირებისას მოხდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად