ბესო ზანგური: გულის ამრევია უკვე, ზედმეტი მოგდით, ძვირად დაგიჯენთ ჩემი ოჯახის ფსიქოლოგიურ ტერორს!

რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.

“სოც. სამსახური დამეცა ტალახიანი ფეხებით წვიმაში, ლაფში შემოვალთ ბავშვები რა მდგომარეობაში გყავთო…პოლიციის პიკაპით! როგორც მოვიდნენ ისევ გავუშვი, ოღონდ არავითარი სახლში შემოშვება. როდემდე ვიტანოთ ფსიქოლოგიური ტერორი ოჯახმა???გეკითხებით!!!! გულის მარევია ეს ყველაფერი უკვე და ზედმეტი მოგდით. მე მითქვამს ძალიან ძვირად დაგიჯენთ ჩემი ოჯახის ფსიქოლოგიურ ტერორს!!! ეს არის მუქარა სამართლებრივი გზით მოგყვებით იცოდეთ და ამ უნამუსობას არ გაპატიებთ!!!” – წერს ზანგური სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს

დღეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური სასწრაფოდ დატოვებს თეატრს ხოლო ნინუცა მაყაშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით კი, რობერტ სტურუამ ბესო ზანგური სპექტაკლების ყველა როლიდან დროებით მოხსნა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...