ბესო ლილუაშვილი: სჯობს, ნათელაშვილი ტყუილის გავრცელებას და ჟურნალისტების შეურაცხყოფას მოეშვას

“რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების ხელფასებს, მინდა ვურჩიო ბატონ შალვას მარტივად ნახოს ეს ინფორმაცია” – ასე ეხმაურება საზმაუს ბორდის წევრი, ბესიკ ლილუაშვილი “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას იმის თაობაზე რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები ანაზღაურების სახით 20 ათას ლარს იღებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბესიკ ლილუაშვილი “აიპრესთან აცხადებს, რომ სჯობს შალვა ნათელაშვილი თავის გამოთქმებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს და ჟურნალისტების შეურაცხყოფას მოეეშვას:

“პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო შალვა ნათელაშვილის რეპლიკას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტისადმი და ვთქვა, რომ ასეთი დამოკიდებულება მედიის წარმომადგენლების მიმართ სრულიად დაუშვებელია. სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ არც პირველი და არც უკანასკნელი ფაქტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მიმართ პოლიტიკოსებისა თუ სხვათა მხრიდან და ამას ბოლო უნდა მოეღოს.

ასეთ დამოკიდებულებას აჯობებს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ გამოსვლებსა და სიტყვებს და არგუმენტების არქონისას ჟურნალისტების შეურაცხყოფას მოეშვან. რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების ხელფასებს, მინდა ვურჩიო ბატონ შალვას მარტივად ნახოს ეს ინფორმაცია, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და ნუ შეეცდება ტყუილით საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაციას.” – აცხადებს ბესო ლილუაშვილი.

დღეს, ამავე თემაზე საუბრისასა, შალბა ნათელაშვილსა და მაუწყებლის ჟურნალისტ, ანა ბროლაძეს შორის კამათი გაიმართა, რაც ნათელაშვილის რეპლიკას მოჰყვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების ხელფასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...