ბესიკ ამირანაშვილმა ბაკურიანში მიმდინარე სამუშაო პროცესი დაათვალიერა

ბესიკ ამირანაშვილმა დაბა ბაკურიანში დიდველთან მისასვლელი ალტერნატიული გზის მიმდინარე სამუშაო პროცესი დაათვალიერა.

გუბერნატორის თქმით გზა დაბა ბაკურიანის ახალ დასახლებაში გადის და ის მნიშვნელოვნად განტვირთავს ცენტრალურ გზას მანქანების ჭარბი რაოდენობისგან.

ზამთრის სეზონზე ცენტრალურ ქუჩებს მეტი დატვირთვა აქვს, რაც იწვევს საცობებს და შემაწუხებელია, როგორც დამსვენებლისთვის ასევე, ადგილობრივი მოქალაქეებისთვის.

გუბერნატორის ინიციატივით კეთდება დიდველისკენ მიმავალი საავტომობილო სათადარიგო გზა. 1 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ინტენსიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომელიც გრუნტის მოსწორებას უზრუნველყოფს. ასევე აღსანიშნავია, რომ დაბა ბაკურიანში პარალელურად მიმდინარეობს შემოვლითი გზისა და კაპიტალური საპარკინგე ადგილის მოწყობაც.
ადგილზე სამუშაოებს უშუალოდ ხელმძღვანელობს მერის წარმომადგენელი დაბა ბაკურიანის ადმინისტრაციულ ერთეულში გოჩა გობრონიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად