ბესიკ ამირანაშვილი: წყალთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ სასტუმროების 10-15%-ს შეექმნა

,,ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია რომ დაბა ბაკურიანის დამსვენებლებს შეექმნათ სათანადო პირობები და კომფორტი. რაც შეეხება ბოლო დღეებში წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელიც სასტუმროების დაახლოებით 10-15 % -ს შეექმნა. ბაკურიანის ძირითად ნაწილს წყალი მიეწოდება, მაგრამ რამდენიმე სასტუმროს, რომლებიც განთავსებულია ჩვენი ცენტრალური ავზიდან მაღლა შეექმნა პრობლემა. კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში ეს პრობლემა გადაიჭრას“-ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბაკურიანში წინა წელთან შედარებით ნაკლებია საცობების პრობლემაც, არ არსებობს ასევე დასუფთავების, გაზიფიცირებისა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის პრობლემა.

,, ამ დროისთვის დამსვენებლების რაოდენობა საკმაოდ დიდია და ის გაზრდილია წინა წლებთან შედარებით, მიუხედავად იმისა რომ ჯერ სასრიალო ტრასები არ გახსნილა. უახლოეს დღეებში ველოდებით თოვლს, ყველაფერს ვაკეთებთ და მზად ვართ, რომ ვუმასპინძლოთ დამსვენებლებს“- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად