ბეშუმში შუამთობა აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას გაიმართება

ბეშუმში შუამთობა წელსაც ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას გაიმართება ამის შესახებ "აიპრესს" ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით სახალხო დღესასწაულისთვის სატენდერო ღირებულება 30 ათას ლარს შეადგენს.


დღესასწაული საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება, სადაც სტუმარს საშუალება ექნება ნახოს: სახალხო რეწვის ნიმუშების გამოფენა, გაეცნობით ადგილობრივ სამზარეულოს, გაიმართება ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფებისა და მოწვეული მომღერლების მიერ შესრულებული კონცერტი, გაიმართება სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობაში და დოღში.

შეგახსენებთ ზეიმი შუამთობა ძირითადად მესაქონლეობასთან დაკავშირებული დღესასწაულია, რომელიც მთაში ყოფნის შუა პეროდს ემთხვევა და ამიტომაც ეწოდაბა შუამთობა, სადაც ეწყობა სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...