ბეშუმში, შავ ტბაზე “ოფროუდ” შეჯიბრი ხვალ პირველად გაიმართება

6 აგვისტოს დილის 10 საათზე ბეშუმში შავ ტბაზე აჭარის ღია ჩემპიონატი "ოფროუდ" შეჯიბრი გაიმართება. რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.  შეჯიბრში მონაწილეობას 50-დე მაღალი გამავლობის მანქანა მიიღებს.

"აიპრესთან" ოფრაუდ ფედერაციის დამფუძვნებელი, მირზა ნაკაშიძე აცხადებს, რომ შეჯიბრი ბეშუმში პირველად იმართებამ და ტრადიციად დამკვიდრებას გეგმავს,

"სვარაუდოდ მსგავსი შეჯიბრებები ბეშუმში შემდეგ წლებშიც ჩტარდება. დღეიდან კი ტრადიციად იქცევა.  

შეჯიბრში 3 კატეგორიად გაიმართება: პირველი კატეგორია იქნება სტანდარტი, რაც სტანდარტულ მანქანას – ქარხნული ჯიპებს ოთხი- ოთხზე ითვალისწინებს, სადაც სამი გამარჯვებული გვეყოლება.

მეორე კატეგორია იქნება მოდიფიცირებული მანქანები, რომლებიც ოდნავ გადაკეთებულია და ექსტრემალური, ანუ აგრესიული საბურავები უყენია.

მესამე კატეგორიაა "პრომოდიფი", ანუ პროფესიულად მოდიფიცირებული მანქანა. რაც პროფესიონალურ დონეზე გაძლიერებულ მანქანას ნიშნავს. გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან ფულადი პრიზებით. 

სტუმრებს არამარტო რეგიონიდან, არამედ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან და თურქეთიდანაც ველოდებით", – განაცხადა მირზა ნაკაშიძემ.

ავტორი მარიკა ქათამაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...