ბესელია ზარდიაშვილზე: ივანიშვილმა დაატოვებინა დეპუტატის მანდატი, ტექსტიც სხვისი დაწერილია

“ვანო ზარდიაშვილი გარწმუნებთ თავისით არსად არ წასულა”,-ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ვანო ზარდიაშვილი გარწმუნებთ თავისით არსად არ წასულა. ეს არ არის ის ადამიანი, რომელსაც აქვს ღირსება, საერთოდ შეუძლია უარი თქვას იმაზე, რაც კომფორტულია. მას დაატოვებინეს მანდატი. დააგვიანა გადაწყვეტილება.

დეპუტატის მანდატის დატოვებაზე გადწყვეტილება ვანო ზარდიაშვილს მიაღებინეს. რა თქმა უნდა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, რას დაწერს განცხადებაში საერთოდ არ მაინტერესებს. ის სხვისი დაწერილი ტექსტია. საერთოდ არ შევალ ამ სივრცეში.

ერთი რამ დარწმუნებით მინდა გითხრათ. მასე ბევრად ძლიერი ადამიანები ჩემი პროფესიული და საჯარო ბრძლის ეტაპზე მიპირისპირდებობდნენ და არ მახსოვს, რომელიმე ყოფილიყო გამარჯვებული.”,-ამბობს ბესელია.

ცნობისთვის, ვანო ზარდიაშვილმა დღეს, გაავრცელა განცხადება, სადაც ის ამბობს რომ ის დეპუტატის მანდატს ტოვებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად