ბესელია: ზარდიაშვილი ჩინჩალაძემ შემოიყვანა პარლამენტში სქემების დასალაგებლად

“ეს ადამიანი არ არსებობს და არც არასდროს არ ყოფილა თანაგუნდელი, არ ყოფილა ჩემი თანაგუნდელი”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის შესახებ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ ის იყო მისი მოადგილე 2 წლის განმავლობაში და როგორ თანამშრომლობდნენ?(მოსამართლეების თემის სკანდალამდე ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ხოლო ვანო ზარდიაშვილი მისი მოადგილე. ამ სკანდალის შემდეგ კი თანამდებობა ორივემ დატოვა ავტ:) – ეკა ბესელია პასუხობს:

“რატომ არ მოდიოდა?! მე ვიბრძოდი, რომ ის მოშორებოდა კომიტეტს, მე ვიბრძოდი ამისთვის, ხომ არ დამიმალავს?! იმიტომ, რომ ჩემთვის მიუღებელი იყო, ზუსტად მისი კორუფციული ინეტერესების გამო. როგორც კი გავიგე, რომ მისი მეუღლე მუშაობს იუსტიციის საბჭოში, რომელიც მოსამართლეებს ამოწმებს და პირდაპირ შემხებლობა აქვს ამ პროცესთან.

შეემდეგ გავიგე მისი პირდაპირი ინტერესების შესახებ, რომ სასამართლოს სახელით ლაპარაკობდა პარლამენტში და უნდოდა ამ სქემების დალაგება, რომ საქმეები ჩაეწყო იქ. ინტერესები ტენდერების მიღების. ეს კი თქვა სიმართლე რომ ცუდი ურთიერთობა გვქონდა. მე არ მჭირდებოდა, მაგრამ მისი გადაყენების მექანიზმი მე არ მქონდა მთელი იმ ხნის განმავლობაში. იმიტომ, რომ უმრავლესობას უნდა გადაერჩია და იმ კომიტეტში უმრავლესობა მისი კლანია, კობახიძის კლანია. ეს ადამიანი ამისთვის შემოიყვანა პარლამენტში ჩინჩალაძემ, რომ დაელაგებინა ეს სქემა, რათა მერე სასურველი მოსამართლეები დაენიშნათ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად