ბესელია: ვიცოდი, ჩემი პირადი ცხოვრების ჩანაწერებს გამოაქვეყნებდნენ, რაღაც ნიუანსებზე არ ვლაპარაკობ

ვიცოდი, ჩემი პირადი ცხოვრების ჩანაწერებს გამოაქვეყნებდნენ, რაღაც ნიუანსებზე არ ვლაპარაკობ, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელია “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

“ოცებიდან” ჩემს წამოსვლამდე იმ ორდღიან შეხვედრებზე ძალიან მძიმე საუბრები მქონდა. მეორე დღეს მე გავფრინდი საქართველოდან და იმ ღამეს გაავრცელეს ის უკანონო ჩანაწერები. მე მივხვდი, რომ ეს არ იყო შემთხვევითი დამთხვევა. მე ხომ რაღაცებს დღემდე არ ვყვები?! ნუთუ ვერ გამიცნეს აქამდე? არ ვარ ის ქალი, რომელსაც ასე ადვილად აშინებენ. ორი უდიდესი რამე გავიარე. ერთი სააკაშვილის დროს შვილის და ძმის დაჭერა, რასაც ორი წელი გავუძელი. ისე გავიარე, რომ ერთი დღე ვერ გამაჩუმეს. ჩემს გაჩუმებაზეა მომართული, ის რეჟიმიც და ესეც.

ვიცოდი, რომ ამ ჩანაწერებს გაავრცელებდნენ. რაღაც ნიუანსებია, რომელზეც არ ვლაპარაკობ. მოვა ამის დრო. მე მთხოვდნენ გაჩუმებას, ის ორი დღე ამას ეძღვნებოდა, რომ ენა გამეჩუმებინა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად