ბესელია: ვინც კარგად სწავლობდა, იცის, კანონი როგორ წაიკითხოს, რადგან ამას პარლამენტში ვერ ისწავლი

“ვინც კარგად სწავლობდა, იცის, კანონი როგორ წაიკითხოს, რადგან ამას პარლამენტში ვერ ისწავლი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ეკა ბესელია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის თაობაზე თანაგუნდელების განცხადებებს გამოეხმაურა და განმარტა, რომ საჭიროა სასამართლო სისტემის რეფორმა და ცვლილებები.

“კონსტიტუციისა და კანონის წაკითხვას იურიდიულ ფაკულტეტზე ასწავლიან და ვინც კარგად სწავლობდა, იცის, კანონი როგორ წაიკითხოს, რადგან ამას პარლამენტში ვერ ისწავლი, საკანონმდებლო ორგანოში უკვე ნასწავლი ადამიანები უნდა მოდიოდნენ….

ერთ მშვენიერ დღეს არ უნდა აღმოვაჩინოთ, რომ სასამართლო სისტემა მთლიანად ჩაკეტილია იმ პრაქტიკოსი მოსამართლეეებით, რომლებიც წინა ხელისუფლებიდან მოდიან და სისტემაში ახალი კადრების შედინება არ ხდება. საჭიროა ახალი ცვლილებები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...