ბესელია: ვიდრე ოხანაშვილ-ზარდიაშვილ-მდინარაძე ამ ღილაკების გარკვევაში არიან, საზოგადოება ცუდ პროექტზე ღელავს

“ვიდრე ამ ფერების და ღილაკების, კაბინეტების და თანამდებობების გარკვევაში არიან ოხანაშვილ-ზარდიაშვილ-მდინარაძეეები, იქამდე ჩვენი საზოგადოება ღელავს, რომ ეს ცუდი პროექტია, რომელიც მათ დააინიცირეს”, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, მოსამართლეების საკითხზე კანონპროექტის ინიციატორ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს უნდათ, რომ პარლამენტი იუსტიციის საბჭოს სურვილების განმახორციელებელ ფილიალად აქციონ.

“ძალიან ცუდია პარლამენტს წაართვა რეალური არჩევანის შესაძლებლობა და ისევ ყველაფერი გადასცე იმ იუსტიციის საბჭოს, რომელმაც ლამის დაანგრია მმართველი პარტია და სერიოზული კატაკლიზმები გამოიწვია, მათ შორის პარლამენტში.

ამ ყველაფრის შემდეგ, რომ ვერ მიხვდები, რომ ასეთი კანონპროექტი არ უნდა შემოიტანო, რომელიც იუსტიციის საბჭოს ე.წ. ბიჭებმა, როგორც მათ უწოდებენ, დაწერეს და შემდეგ გინდა, რომ პარლამენტს შეასაღო, ამაზე იქნება ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასი გადასახდელი”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...