ბესელია: უზენაესის მოსამართლეების არჩევაზე დიახ პარლამენტის წევრებზე პირდაპირი ზეწოლა იქნება

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პარტია “სამართლიანობისთვის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“ჩვენ გვინახავს ძალიან რთული, ხშირ შემთხვევაში გამოუვალი სიტუაციებიც მინახავს და ბრძოლას მოუტანია ეს გამარჯვება. ასე ეგონა გასული წლის დეკემბერში იმ ჯგუფს, რომ გაიტანდა იმ სიას, მაგრამ მათ ვერ მოახერხეს იმ წინააღმდეგობის დაძლევა, რაც შეხვდა ჩემი სახით. ახლა უფრო მეტნი ვართ, ვიდრე მაშინ ვიყავით. ახლა გაცილებით კონსოლიდირებულია საზოგადოება, ამიტომ დიახ პარლამენტის წევრებზე იქება პირდაპირი ზეწოლა. იმიტომ, რომ პარლამენტი არის ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო და ხალხის ხმა უნდა გაიგონოს პარლამენტმა, რომ არ შეიძლება იმ 20 კაციანი კენჭისყრა და ასე ბრმად გატარება. კომიტეტს დღეს უკვე ეტყობოდა, რომ პროცესი ძალიან არაჯანსაღად დაიწყო”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...