ბესელია: უმრავლესობა კობახიძეს რომ ფეხზე დაუდგება და ტაშს დაუკრავს, ის პარლამენტი უკვე დამთავრებულია

უმრავლესობა კობახიძეს რომ ფეხზე დაუდგება და ტაშს დაუკრავს, ის პარლამენტი უკვე დამთავრებულია, – ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.

“კობახიძეს რომ ფეხზე დაუდგება პარლამენტის უმრავლესობა და ისე დაუკრავს ტაშს, ის პარლამენტი უკვე დასრულებულია!!!” – წერს ეკა ბესელია Facebook-ში.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შევიდა. დას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ფეხზე წამოუდგნენ და ტაში დაუკრეს. “ოცნების” დეპუტატებმა ამ ჟესტით გამოხატეს პატივისცემა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ, რომელმაც თანამდებობა საზოგადოებრივი პროტესტის გამო დატოვა, რაც უკავშირდებოდა რუსი დელეგაციის საქართველოს პარლამენტში ვიზიტს, რომელსაც სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობდა და მან პარლამენტის სპიკერის სავარძელიც კი დაიკავა.

თავის მხრივ თავის დროზე ეკა ბესელიამ თანამოაზრეებთან ერთად სასამართლოს თემის საკითხზე სწორედ ირაკლი კობახიძესთან და კობახიძის გუნდთან დაპირისპირების გამო დატოვა.

პარლამენტმა ირაკლი კობახიძის შემცვლელად რამდენიმე წუთის წინ არჩილ თალაკვაძე აირჩია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად