ბესელია ცქიტიშვილზე: ეს იმაზე უარესია, რაც გვრიტიშვილმა იკადრა… როგორ უნდა თქვა ეს, თან ქალმა?!

ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებას.

“ეს კომენტარი რომ წავიკითხე თვალებს ვერ დავუჯერე… ვერც წავუყრუე და ვერც ,, გავატარე,,
ემოციურად ვწერ ახლა , მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა : ასეთი რამ რომც გაიფიქრო როგორ უნდა თქვა საჯაროდ? თან ქალმა …. ეს იმაზე უარესია რაც გვრიტიშვილმა იკადრა …
რას ნიშნავს ეს სიტყვები ქალ მაია? რისმა მოსმენამ დაგღალათ? ჟურნალისტი რომ კითხვას სვამს რა ხდება ამ საქმეზე და მე რომ პასუხის გაცემა მიწევს ? და რომ მიწევს ეს ვისი ბრალია?? და რას გაეცა პასუხი? რა გამოიძიეს? არ გაწუხებთ იმ მთავრობაში ყოფნა რომლის დროსაც ასეთი უკანონო ჩანაწერები ვრცელდება??

რას ელოდებით რომ ამ კითხვას როცა დამისვამენ გადავიმალო??? ზუსტად ეს მიზანი ქინდა ვინც ეს დაგეგმა !!! დღემდე ვინარჩუნებ ეთიკურობას და არ ვსაუბრობ ბევრ რამეზე და მართლა ფიქრობს ვინმე თქვენგან რომ სულ ესაა ყელაფერი???
აი ეს კომენტარი იყო ყველა კომენტარს შორის მდაბიო და სამარცხვინო ….
მართლა ვერ შევხვდი მშვიდად რაც წავიკითხე ეს წუთია…” – წერს ეკა ბესელია და თან იმ ნიუსს აზიარებს, სადაც მაია ცქიტიშვილი ამბობს: ეკა ბესელიას მხრიდან მუდმივად პირად ცხოვრებაზე საუბარი დამღლელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...