ბესელია: თურმე ბიჭებს “ნაცმოძრაობის” რეჟიმისთვის ხელშეუხებლობის გარანტიები მიუციათ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ის პროკურატურას რეკომენდაციებით მიმართავდა, რომ წინა ხელისუფლების მომხდარი გახამაურებული საქმეები გამოეძიებინა, მაგრამ როგორც ლაშა ნაცვლიშვილისგან ტელეეთერის საშუალებით გაიგო, თურმე წინა ხელისუფლებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიები მიუციათ. ეს განცხადება დეპუტატმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში” გააკეთა.

“მე საერთოდ მგონია, რომ მმართველობითი კრიზისი კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ დაიწყო. ეს ყველაფერი რაც ეხლა ხდება, რაზეც ნაცვლიშვილი საუბრობდა, ალბათ დასაბამი იქიდან მოდის, მაგრამ ალბათ მაინც ფარული დინებების გამო ხდებოდა. თურმე გარიგება იყო გარკვეულ პირებსა და წინა რეჟიმს შორის, რომ ხელშეუხებლობისა და ინდულგენციის გარანტიები ჩამოურიგეს ბიჭებმა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, ვინ ბიჭებმა, პასუხობს:

“მე პირველად გავიგე, რომ თურმე ხელშეუხებლობის გარანტიები მიუციათ. პარლამენტიდან ვუგზავნიდი პროკურატურას გახმაურებულ საქმეებზე რეკომენდაციებს, გამოძიებას ვთხოვდი და არ ვეშვებოდი, რომ სახელი დარქმეოდა იმ უბედურებას, რაც ხდებოდა. აგერ ნაცვლიშვილი გვეუბნება, რომ შეთანხმება გვქონდა ხელშეუხებლობის გარანტიები მიგვეცა ამ ყველაფრისთვისო. ეს იმას ნიშნავს, რომ ის რეფორმა, რაც ჩვენ დავიწყეთ, კრახი განიცადა. პრაქტიკულად აქამდე მივედით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად