ბესელია: თუ პრემიერი აჩვენებს, რომ არ შეუძლია ოპოზიციასთან დიალოგი და ეს მხოლოდ დაპირებები იყო, ძვირი დაუჯდება

ამის შესახებ ეკა ბესელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თუ ოპოზიციასთან დიალოგი არ შედგება, პრემიერს მოუწევს ევროპულ საბჭოში ხელცარიელი ჩავიდეს და ამას ვერავის დააბრალებს.

“ამაშია ყველაზე დიდი კვანძი, ყველაზე დიდი პასუხი, არის თუ არა მმართველი პარტია, პირადად პრემიერი, რომელსაც აქვს ეს ვალდებულება, ტვირთი დატოვებული. თუ ის არ არის მზად აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ის ჩავა ხელცარიელი და ვერავის ვერ გადააბრალებს, რომ ნაბიჯი ვერ გადადგა. ძალიან ცოტა დრო დარჩა და ამ ცოტა დროში მან ეს ნაბიჯები უნდა გადადგას.

რამდენიმე საკითხს გატარება უმოკლეს დროშიც შეიძლება, ზოგი საკითხის რა თქმა უნდა, ვერა. მარლთმსაჯულების რეფორმა და სისტემური რეფორმა რაც არის მას რა თქმა უნდა სჭირდება ახალი ხელისუფლება. თუ პრემიერი აჩვენებს რომ არ შეუძლია ოპოზიციასთან  დიალოგი და მხოლოდ დაპირებები იყო ეს, გამოჩნდება რამდენიმე დღეში გაცილებით უფრო ძვირი ფასის მატარებელი იქნება, ვიდრე წინა შემთხვევები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...