ბესელია: თუ ოხანაშვილებით, ზარდიაშვილებით უნდა პარლამენტში შესვლა “ოცნებას,” ვერ ვითანამშრომლებ

„ამ სახით და ამ ფორმით შესაძლებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ იქ ვიქნებოდი და არ წამოვიდოდი,“-ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა ეკა ბესელიამ “კურიერთან” გააკეთა.

„დღეს ამ გადასახედით ეს პოლიტიკური ძალა არათუ უმრავლესობას ვერ აიღებს, ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ამიტომ მან უნდა გადახედოს ჯერ საკუთარ პოზიციებს და უნდა ვნახოთ რა სახით, რა შემადგენლობით, რა მოცემულობით წარდგება მომავალ პარლამენტში.

თუ პირობითად ეს ხალხი არ იქნება ვინც არის ახლა პარლამენტში, მაგრამ თუ ოხანაშვილებით, ზარდიაშვილებით უნდა პარლამენტში შესვლა “ქართულ ოცნებას,” მე ვერ ვხედავ თანამშრომლობის რესურსს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...