ბესელია: თუ მოხდება მაჟორიტარულ ოლქებში სრული კონსოლიდაცია “ოცნების” დამარცხება შესაძლებელია

“რის ირგვლივაც არის ახლა გაერთიანებული სრული ოპოზიციური სპექტრი, ეს არის საარჩევნო სისტემის შეცვლა და ამ მოთხოვნის ირგვლივ ხდება სრული კონსოლიდაცია, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ მაგიდის ირგვლივ ვინც ზის, ყველა ერთად გამოვა არჩევნებზე, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ “ტვ პირველს” განუცხადა.

“ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ეს შემდეგი ეტაპია. მე მაქვს ჩემი მონახაზი და ვიცი, რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი. ყველას მაგივრად ვერ ვისაუბრებ.

სრულად შესაძლებელია, რომ ხელისუფლებამ შექმნას მოცემულობა და ვადამდელი არჩევნები გამოაცხადოს და თქვას, რომ ვერ ვასწრებ ვერანაირი ცვლილების მიღებას, ანუ უმრავლესობა დაიშალოს, ვხედავთ რა პროცესიც მიდის. ასევეა ესეც ვადამდელის ჩატარების მხრივაც. ასეთ შემთხვევაში არსებობს ფორმულა, არსებობს ისეთი პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც ხელისუფლებას დაამარცხებს თუნდაც ამ საარჩევნო პირობებში. უნდა შევთანხმდეთ გარკვეულ ფორმულაზე.

თუ მოხდება მაჟორიტარულ ოლქებში სრული კონსოლიდაცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული პროცესია, მაგრამ შესაძლებელი. ამ ვითარებაში ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად