ბესელია: სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან, ასეთი სასაცილო, მდარე ხარისხის სპექტაკლები არ მაინტერესებს

ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტების დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უმრავლესობის შიგნით სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შექმნილ ვითარებაში კიდევ ახალი ინიციატივების წარმოდგენა კიდევ უფრო მეტ ქაოსს ქმნის.

„ასეთ არასერიოზულ საკითხებზე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან. მე არ მაინტერესებს უნიჭო სპექტაკლებზე კომენტარების გაკეთება. საინტერესო სპექტაკლები საყურებლად მაინტერესებს, თუმცა ასეთი სასაცილო, მდარე ხარისხის, არ მაინტერესებს. მგონია, რომ ეს ძალიან ქაოტურ ვითარებას ემსგავსება. რამდენიმე თვეში საპარლამენტო არჩევნებია და ჯერ კიდევ არ ვიცით, საბოლოოდ როგორი სისტემით ვატარებთ არჩევნებს.

პოლიტიკური ვნებათაღელვა და დუღილი სწორედ აქეთკენ არის მიმართული, რომ სამართლიანი გარემო შევქმნათ ყველასთვის. ამ ვითარებაში ახალი ინიციატივების შემოტანა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ინიციატორი იყო, რომ ივანიშვილის დაპირება ჩავარდნილიყო, ეს კიდევ უფრო მეტ ქაოსს ქმნის”-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად