ბესელია: სილაგაძე ერთერთი მთავარი ჯალათია, რომელიც უზენაესი სასამართლოდან ბოლო ლურსმნებს აჭედებდა

“პაატა სილაგაძე გახლავთ ერთერთი მთავარი ჯალათი, რომელიც უზენაესი სასამართლოდან ბოლო ლურსმნებს აჭედებდა ხოლმე უსამართლობის ძალიან დიდ სისტემას, ამაგრებდა სისტემას თავისი გულცივი და სასტიკი დამოკიდებულებით, მათ შორის არასრულწლოვანთა საქმეებზე”.

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალსიტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ამ კანდიდატის მხარდაჭერით, “მართლმსაჯულება დაბნელდება”.

“მოსამართლე პაატა სილაგაძე გახლდათ პარტიზანულად გამოგზავნილ 10-კაციან სიაშიც. ის მეორედ შემოიყვანეს იმ გარანტიით, რომ მას აირჩევენ და თუ მას პარალმენტი მისცემს ხმას, ჩათვალეთ, რომ მართლმსაჯულება უნდა დაბნელდეს. ახლაც უფლებამოსილება რომ აქვს გაგრძელებული, უკანონოდ აქვს გაგრძელებული, რადგან ვადა გაუვიდა და იუსტიციის საბჭომ ისე გაუგრძელა ვადა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა. აქ არის მოსამართლე, რომელსაც არანაირი მანდატი ნდობის და კანონიერების არ გააჩნია და ერთ-ერთი ჯალათი გახლავთ, ვინც კი ვიცი სასამართლო სისტემაში”,-განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს უსმენენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად