ბესელია: შეიძლება შემდეგი ეტაპი უმრავლესობის დაშლა და ამ ფონზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იყოს

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ “ტვ პირველს” განუცხადა.

“თუ კეთილგონიერება გაიმარჯვებს და დღეს კენჭისყრაზე არ ჩავარდება ეს ცვლილება, მაშინ შემდეგი ეტაპი იქნება ალბათ ის, რომ რამდენი ე დეპუტატი უმრავლესობას დატოვებს და შეიძლება ეს იმდენი აღმოჩნდეს, რომ უმრავლესობაც დაიშალოს. თუ ესეც არის ერთ-ერთი სცენარი, რომ ვადამდელი არჩევნები ამ სცენარის განვითარების ფონზე დაინიშნოს, მე ამ სცენარსაც არ გამოვრიცხავ. ყველა შემთხვევაში რაღაც ცვლილებები იწყება. შესაძლოა ეს იყოს სცენარი, რომ ამ სისტემით ჩატარდეს არჩევნები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ქართული ოცნების შეხვედრა მიმდინარეობს, პარალელურად კი ქართული ოცნების ოფისთან “სირცხვილია”-ს აქცია მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად