ბესელია: საქართველოს იმიჯი აშშ-სთან ძალიან დაზიანდა

არ მაქვს მოლოდინი, რომ ვიზიტი, რომელსაც აშშ-ში საგარეო საქმეთა მინისტრი იწყებს და პარლამენტის თავმჯდომარე აგრძელებს, ვითარებას შემოატრიალებს – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ გაფუჭებულ ურთიერთობას, განაწყებული და იმედგაცრუებული პარტნიორის დამოკიდებულებას ის ნაბიჯები შემოაბრუნებს, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსგან ელოდება.

„ვხედავთ, რომ ძალიან დაზიანდა ის იმიჯი და დამოკიდებულება, რაც საქართველოს ჰქონდა თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან. ახლა ჩვენ ვხედავთ ძალიან დაზიანებულ და უარყოფითად დანახულ ვითარებას ჩვენი პარტნიორების მხრიდან და მიზეზი არ არის ის, რომ წერილებში არის მცდარი ინფორმაცია.

ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მმართველ პარტიას, რომ დაინახოს საკუთარი შეცდომები, რომლის შედეგია ეს წერილები. თქვენ ხედავთ იმ ტურნეს, რომელიც აქვს ახლა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ბელარუსაში და სხვა ქვეყნებში და ხედავთ იმ გზავნილებს, რა გზავნილებითაც იწყება და მთავრდება ეს შეხვედრები. ამ ფონზე, ვხედავთ ძალიან ნეგატიურ წერილებს თუ შეფასებებს საქართველის ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ეუბნებიან, რომ ის დინამიკა, კურსი და გადაწყვეტილებები, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღო „ქართულმა ოცნებამ” იყო იმედგამაცრუებელი, გულდასაწყვეტი, საზიანო და დაპირებების შეუსრულებლობის დამადასტურებელი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად