ბესელია: საქართველომ მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში დაუშვა საბედისწერო შეცდომა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ODIHR-ის დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების რეფორმის პროცესი უნდა შეჩერდეს.

“საქართველომ მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში დაუშვა საბედისწერო შეცდომა, მან იმედი გაუცრუა ყველა საერთაშორისო პარტნიორს.

პროცესი უნდა შეჩერდეს. თქვენ იცით, რომ მე ვმუშაობ ახალ ცვლილებებზე, რომელსაც მალე წარვადგენ, მოსამართლეთა შერჩევის ახალ კრიტერიუმებზე, სადაც იქნება ჩადებული ეუთო/ოდირ-ის, ევროკავშირის და ამერიკის საელჩოს რეკომენდაციები, მათ შორის ევროსაბჭოს რეკომენდაციები.

ამ ცვლილებებს შევთავაზებ პარლამენტს უახლოეს დღეებში,”-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად