ბესელია: სამართლიანობის დეფიციტი, უსამართლობის განცდა და უთანასწორობა ყველას გვაწუხებს

“მთავარი სათქმელი არის სამართლიანობა, რაც ყველას გვაწუხებს, სამართლიანობის დეფიციტი, უსამართლობის განცდა, უთანასწორობა და ადამიანის ღირსების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ფეხქვეშ გათელვა.”,-ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დაპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის წინ აქცია კვლავ განსხვავებულ ფორმატში გაიმართა. უწყვეტი პროტესტის 34-ე დღეს რუსთაველზე სატელევიზიო სტუდიაა გუშინდელის მსგავსად მოეწყო და ორგანიზატორებმა სტუმრებთან ერთად 20 ივნისის სისხლიანი ღამის მოვლენებსა და ქვეყანაში არსებულ აქტუალურ თემებზე იმსჯელეს.

სტუდიის სტუმრები კი პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი, ეკა ბესელია იყო.

“მთავარი სათქმელი არის სამართლიანობა, რაც ყველას გვაწუხებს, სამართლიანობის დეფიციტი, უსამართლობის განცდა, უთანასწორობა და ადამიანის ღირსების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ფეხქვეშ გათელვა. მე მგონი, ეს ის თემაა, რომელიც ყველაფერს იტევს და ბევრი გვაქვს, ალბათ, სალაპარაკო და შეიძლება არ არის შემთხვევითი, რომ დღევანდელ დღეს დაემთხვა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...