ბესელია: რუსეთს ჭირდება გაფრთხილება არა ფსევდოპატრიოტული ლოზუნგებით, არამედ ყოველი ქმედების შედეგის გააზრებით!

ასე აფასებს, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია გადაცემა P.S.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას შეურაცხმყოფელ სიტყვას, რომლითაც მან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართ. რასაც ტელეკომპანიასთან საპროტესტო აქცია მოჰყვა

“ჩვენს ქვეყანას ურთულესი გამოწვევების წინაშე მდგომს, 20 % ოკუპირებულს და კვლავ ავადმომზირალი ჩრდილოელი მეზობლის წინაშე მყოფს – ჭირდება გაფრთხილება არა ფსევდოპატრიოტული ლოზუნგებით , არამედ ყოველი ქმედების შედეგის გააზრებით!
რასაკვირველია ყველა დასაშვებ ეთიკურ ზღვარს გადაცდა გაბუნიას გადაცემა. ეს ცუდია! არ შეიძლება! სახიფათოა და დასაგმობია!
გასააზრებელია ბუნებრივად გამოხატული წრფელი პროტესტის შესაძლო შედეგებიც და აქაც საჭიროა ზომიერება რათა არ გადაუზარდოს უკანონო ქმედებებში.
რომელ მხრიდანაც არ უნდა შეხედო მოვლენებს – ყველგან სამიზნე ჩვენი ქვეყანაა და ამას ჭირდება სწორედ გაფრთხილება.
პირად და პარტიულ ინტერესებს , ძალაუფლების შენარჩუნების თუ მოპოვების წყურვილს ქვეყნის ინტერესები ეწირება.
ამიტომ მიუღებლად მიმაჩნია წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მცდელობა ნებისმიერი ფორმით რევანშს მიაღწიონ და დღევანდელი ხელისუფლების მცდელობა- ნებისმიერი ფორმით ძალაუფლება შეინარჩუნონ.
ქვეყანას ჭირდება სიმშვიდე და ხალხს ცვლილებები უკეთესი მომავლისთვის”, – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...