ბესელია: რა თქმა უნდა, გავიმარჯვე-ზარდიაშვილი ჩემი წონითი კატეგორია არასდროს ყოფილა

ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.

“რა თქმა უნდა, გავიმარჯვე. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებდი. ვანო ზარდიაშვილი ჩემი წონითი კატეგორია არც არასდროს ყოფილა. ეს არის კიდევ ერთი დამარცხება იმ „კლანის“ რომელიც მას კბილებით იცავდა. მისი გაშვების საკითხი რამდენჯერმე ითქვა.

მე პირადად მითხრა ივანიშვილმა ამის თაობაზე, როდესაც მე პრინციპულად ვითხოვდი, რომ ის გაეყვანათ კომიტეტიდან. მას მფარველობოდა „კლანი“, ჩინჩალაძე მფარველობდა. თუმცა იმდენად დიდი ზიანი მიიღო ,,ქართულმა ოცნებამ” და პარლამენტმა ამ ადამიანის ყოფნით, იმდენჯერ აფეთქდა და ბოლოს ისე აფეთქდა ამ ნაღმზე, რომ თვითდაზიანების რეჟიმშია გადასული.

არ ვიცი ვიღაცას ეყო ჭკუა და აქ ამ ნაწილში წერტილი დასვა. რა თქმა უნდა, ეს წერტილი ივანიშვილმა დასვა, ის მიიღებდა მხოლოდ ამ გადაწყვეტილებას. ზარდიაშვილი არსად წამსვლელი რომ არ იყო ეტყობოდა ინციდენტის შემდეგ მის ქცევებს. რა ეთერებიც ჰქონდა, ეგ იყო ადამიანის სიმდაბლის ბოლო ფაზა”, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად