ბესელია: ყველაფერი უკვე ნანახიც და გავლილიც გვაქვს და უბრალოდ კარგად არ სრულდება…

“ეს ყველაფერი უკვე ნანახიც და გავლილიც გვაქვს და უბრალოდ კარგად არ სრულდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს და მიიჩნევს, რომ აგვისტოს თვე, ბოლო 11 წელია ასოცირდება ომის თემასთან და ახლა, ის “შიდა ომის და რევანშის სიმბოლოდ იქცა”.

“აგვისტოს თვე – ბოლო 11 წელია ასოცირდება ომის თემასთან და სულ მზარავდა ეს განცდა…
ახლა აგვისტო შიდა ,,ომის ” და რევანშის სიმბოლოდ იქცა…
უკიდურესად სახიფათოა ასეთი სვლა!
კეთილგონიერების და რაციონალური გადაწყვეტილებების რესურსი ამოწურა ხელისუფლებამ?
იქნებ, დარჩა ვინმე ,,იქ” ვინც ხვდება და იტყვის, რომ ეს ყველაფერი უკვე ნანახიც და გავლილიც გვაქვს და უბრალოდ კარგად არ სრულდება…
ძალიან მინდა არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ!
სიმშვიდე ძალის გამოყენებით არ მყარდება!” -წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად