ბესელია “ქართულ ოცნებაზე”: უნდა გაიაზრონ, რომ მმართველობის ლიმიტი და ნდობის მანდატი ეწურებათ

“კეთილი უნდა ინებო და ასეთი ტონით კი არ უნდა ილაპარაკო “თემა დახურულია”, უნდა მონახო გამოსავალი და კონსესუსის გზა”,-ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“მე მინდა ვურჩიო სწორედ მმართველი პარტიის ლიდერებს, რომ ასე საუბარი ხალხთან სრულდება ძალიან ცუდად და უნდა გაიაზრონ, რომ მათი მმართველობის ლიმიტიც იწურება, ეს არ არის უვადო ნდობის მანდატი და ძალაუფლებით ტკბობამ ისე არ უნდა გაგიტაცოს, რომ დაკარგო განცდა რეალობის. დღეს, როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი გიპირისპირდება და არ მოსწონს რასაც აკეთებ, კეთილი უნდა ინებო და ასეთი ტონით კი არ უნდა ილაპარაკო “თემა დახურულია”, უნდა მონახო გამოსავალი და კონსესუსის გზა,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად