ბესელია: პოლიტიკოსები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქციებმა არ მიიღოს არაკონსტიტუციური სახე

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ სამწუხაროდ, რუსთაველის გამზირს და პარლამენტის ტერიტორიას დიდი გამოცდილება აქვს ხანგრძლივი ბრძოლის და აქციების, როდესაც პროტესტი კულმინაციურ პროცესს აღწევს.

“არჩევნები, ძალაუფლების უზურპაცია, სამართლიანობა ყოველთვის იყო თემა, სადაც საზოგადოება დიდ კონსოლიდირებას ახდენდა. ჩვენ რუსთაველზე აქციები გვახსოვს არა კვირების, არამედ თვეების და წლების განმავლობაში, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ უძლებდა და ის უშვებდა ფატალურ შეცდომებს, რომელიც შემდეგ სრულდებოდა ყველა შემთხვევაში მისთვის ტრაგიკულად.

თუ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა წარსულს დაემსგავსოს, რომელსაც ჩვენ ვაკრიტიკებდით და იგივე არ გაიმეოროს, მაშინ უნდა გაითვალისწინოს წარსულის გამოცდილება და არ გამოსცადოს ხალხის მოთმინება.

ასე გამოცდა საკუთარი მოქალაქეების სახიფათოა, რისკის მატარებელია. ჩვენ, პოლიტიკოსები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქციებმა არ მიიღოს არაკონსტიტუციური სახე, მაგრამ სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობენ ამ აქციებში და სულაც არ არიან პოლიტიკოსების კონტროლის ქვეშ, შეიძლება არ დაემორჩილონ არავის. ხელისუფლებას უპასუხისმგებლოდ მოქცევის უფლება არ აქვს”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად