A1 ბანერი

ბესელია: “ფრესკოს” დამფუძნებლის ვიდეომიმართვამ შემძრა, მას უფლების გასარკვევად მეთოფიშვილთან ვუშვებთ?!

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა ეკა ბესელიამ გადაცემა “პირველებში” განაცხადა

“საბოლოო ჯამში ბიზნესის თავისუფლება, ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური უფლების გარანტია სასამართლოთი იქმნება. ეს არ არის ერთი ცალკე აღებული ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლების ის შტო, რომელიც განსაზღვრავს ხელისუფლების იმ ორი შტოს მოქმედებასაც. დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე ლაპარაკობდა ერთ-ერთი ბიზნესმენი, [ფრესკოს დამფუძნებელი] რომელმაც ვიდეომიმართვა გაავრცელა. მე შინაგანად შემძრა. შეიძლება ვიღაცა ამაზე ქილიკობს და ხუმრობის ხასიათზე დგება, მაგრამ მე შემძრა ამ ამბავმა. იმიტომ, რომ ეს ადამიანი თავისი უფლების გასარკვევად მაინც სასამართლოში უნდა მივიდეს. ვისთან ვუშვებთ ჩვენ მეთოფიშვილთან? ის ადამიანი, რომელიც სიმბოლოა დღეს უვადოდ დანიშნული უსამართლობის. ეს არის ჩვენთვის ძალიან სერიოზული პრობლემა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...