ბესელია ფარულ ჩანაწერებზე: უნდა მოხდეს რეაგირება,ეს არის ფსიქოლოგიური შეტევა მოსახლეობაზე

უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების რეალიზება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, ამაზეც რეაგირება უნდა მოხდეს და უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ ეს არის ფსიქოლოგიური შეტევა მოსახლეობაზე,ეს არის კანონის დარღვევა “,-ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ყველა კარგად ხედავს ამ დარჩენილი წინასაარჩევნო კამპანიის წინ,როდესაც რამდენიმე დღე დარჩა, ერთადერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს, დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში შექმნან ჩვენმა ოპონენტებმა არასასურველი კლიმატი არჩევნებისთვის.ეს არ ემსახურება არც დემოკრატიას არც რაიმე კეთილშობილურ განზრახვას.

ეს დაუსრულებელი ფარული ჩანაწერებით ომი, რომელიც მიმაჩნია პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია და უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების რეალიზება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, ამაზეც რეაგირება უნდა მოხდეს და უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ ეს არის ფსიქოლოგიური შეტევა მოსახლეობაზე,ეს არის კანონის დარღვევა “-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...