ბესელია: “ოცნების” წევრები ჩაფლულები არიან კორუფციაში და როცა ამას ჩემზე ამბობენ, შეურაცხმყოფელია

“ოცნების” წევრები ჩაფლულები არიან კორუფციაში და როცა ამას ჩემზე ამბობენ, შეურაცხმყოფელია, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში.

“ძალიან შეურაცხმყოფელია, როცა ჩემთან დაკავშირებით ამ სიტყვას ახსენებს ვინმე, განსაკუთრებით უმრავლესობის ნებისმიერი წარმომადგენელი, რომლებიც თავიდან ბოლომდე ჩაფლულები არიან კორუფციაში ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი, მათ შორის პარლამენტის ბევრი წევრი. სხვათა შორის ამაზე ვსაუბრობდი იმ ცნობილ შეხვედრაზე, რომელიც შედგა ივანიშვილთან ქართული ოცნებიდან ჩემს წამოსვლამდე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ არ იცის, დაწყებულია თუ არა დეპუტატ ეკა ბესელიას მიმართ გამოძიება შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით. კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, უკვირს, რატომ არ გადადგა მთავარმა პროკურატურამ აქამდე შესაბამისი ნაბიჯები ამ მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად