ბესელია “ოცნებას”: დამალეთ მაინც, რომ სპექტაკლი იყო, “ამბოხებულებს” დაწინაურებით საჯაროდ ნუ უხდით მადლობას

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს:

“თანამდებობების განაწილებას ახლა და ამ ეტაპზე – ნასუფრალის განაწილება ქვია და კიდევ უფრო უარესად წარმოაჩენს მორალურ კრიზისს.
პ.ს ხელისუფლებავ, დამალეთ მაინც, რომ სპექტაკლი იყო და ,, ამბოხებულ მაჟორიტარებს” თანამდებობებზე დაწინაურებით საჯაროდ ნუ უხდით მადლობას ამ ინივიატივის ჩაგდებისთვის”, – წერს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, პარლამენტში ვიცესპიკერებისა და კომიტეტის თავმჯდომარეობის ვაკანტური თანამდებობები გაანაწილეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად