ბესელია: “ოცნება” ისე ეჭიდება გახარიას, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს და უკანასკნელ იმედს

“გახარიას ჩამოეკიდა “ქართული ოცნება” და ისე ეჭიდება, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უკანასკნელ იმედს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს” -ამის შესახებ, დეპუტატმა ეკა ბესელიამ “პალიტრანიუსის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

” მე მესმის რომ დღეს, “ქართული ოცნება” გიორგი გახარიას ჩამოეკიდა და ისე ეჭიდება, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და უკანასკნელ იმედს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს, როლს და ადამიანურად რაღაც მართლა (ჩასაფრებულის პოზიციიდან არ ვსაუბრობ) კარგად იცის შს მინსიტრმა, მიცნობს, კარგად იცის რომ არ მაქვს რევანშისტული და ჩასაფრებული პოზიცია. ობიექტურად ვამბობ, სამართლიანობიდან ,რა თქმა უნდა, გამოძება უნდა დაადეს, ეს გიორგი გახარიამ და მისმა უწყებამ არ უნდა ჩაატაროს. აქ საფრთხის ქვეშ ვხედავ ინსტიტუციისადმი ნდობის საკითხს.

მიუხედავად იმისა თუ ვის მოსწონს გიორგი გახარია და ვის არა, ის რომ 20 ივნისის ღამის მეორე ნაწილში ცალკაულმა პოლიციელებმა თუ სპეცრაზმელებმა დაარღვიეს კანონი, მოიქცნენ ისე როგორც არ უნდა მოქცეულიყვნენ, თუ ამაზე რეგირებაა არ მოახდენს მინისტრი, არ აიღებს პასუხისმგებლობას, ის ღირსეული პოლიციელებიც ხომ ილანძღებიან?! რატომ უნდა აგოს იმ წესიერმა პოლიციელმა პასუხი ცუდი სპეცრაზმელის გამო”,-განაცხადა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად