ბესელია: ორმაგი სტანდარტია, როცა ელისაშვილის ბრალდებებზე პრეზიდენტს პრინციპული პოზიცია არ ჰქონდა

პრეზიდენტის დამოკიდებულებიდან ორმაგი სტანდარტი ვიგრძენი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

ბესელია თქმით, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პარლამენტს დაესხა თავს და ეს არ ყოფილა მხოლოდ მისი და ეკა ბესელიას მიმართ თავდასხმა, ვინაიდან ამნისტიის აქტი პარლამენტმა ერთად მიიღო. ბესელიას შეფასებით, როდესაც პრეზიდენტმა პრინციპული პოზიცია არ გამოხატა, ეს პრეზიდენტის ორმაგის სტანდარტია.

"პრეზიდენტის დამოკიდებულებიდან ორმაგი სტანდარტი ვიგრძენი. როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები იყვნენ და მათი რეაბილიტაცისთვის არაფერი გაკეთდა. შეიძლება კიდევ მეტი უნდა გაკეთებულიყო და შეიძლება მეტის სურვილი მეც მქონდეს, მაგრამ როდესაც მისი შეწყალების ყოფილი თავმჯდომარე პირდაპირ უპირისპირდებოდა ამნისტიის აქტს, წარმოუდგენელი სიცრუით და შეურაცხყოფით, რაც მოგვიანებით დადასტურდა. პრეზიდენტმა აირჩია პოზა, გახდა მხარე ამ პროცესში და მას არ მიუღია გადაწყვეტილება, რომ იმ პროცესის დამცველი ყოფილიყო, რომელზეც დღეს ამბობს რომ არის იმ სამართლიანობის აღდგენის პროცესის დამცველი. ეს იყო ჩემთვის ორმაგი სტანდარტის მადასტურებელი. როდესაც გიორგი მარგველაშვილი დღეს საუბრობს პოლიტპატიმრების თემაზე, მემორანდუმს აფორმებს, მათი რეაბილიტაციის საკითხზე რაღაც გადაწყვეტილებებს იღებს… ადვოკატებთან იყო მემორანდუმი და ა. შ. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ვხვედავდით ღია, შავ, ზღვარგადასულ კამპანიას და თავდასხმას პარლამენტზე, ეს არ იყო მხოლოდ ჩემი ან მანანა კობახიძის წინააღმდეგ. ეს იყო პარლამენტის აქტი, რაზეც მან არ გამოხატა თავისი ობიექტური და პრინციპული პოზიცია. 

მარგველაშვილს არაფერი ეჭვები არ ჰქონია, ხელის გულზე დაიდო მთელი მასალა. ეს იყო ერთიანი სქემა "ნაცმოძრაობის", ელისაშვილის და დღეს, რომ ნიკა გვარამია ღიად საუბრობს ეთერში, რომ ის არის გიორგი მარგველაშვილის მოკავშირე და ერთ გუნდში მოიაზრებს თავს, აქ რაღაც უცნაური სქემა ლაგდება", – განაცხადა ეკა ბესელიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად