ბესელია ოპოზიციის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე: ვერ მოხდება საერთო შეთანხმება, ვიდრე მოლაპარაკება არ დასრულდება

“მე შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ გვარს ვერ დავუჭერ მხარს”-ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, ის არ აპირებს ნებისმიერ გვარს დაუჭიროს მხარი.

“ზოგიერთებმა იჩქარეს და საკუთარი პარტიის შიგნით კონსულტაციები ინტერპრეტირდა ისე, თითქოს ეს იყო საერთო შეთანხმება პარტიებს შორის. გვარებს პარტიები ერთმანეთში არკვევენ, ეს არ არის საერთო შეთანხმება. მე შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ გვარს ვერ დავუჭერ მხარს, თუ ჩავთვლი, რომ ის არის საკმაოდ შორს ჩემს პრინციპებთან და ფასეულობებთან. ვერ მოხდება საერთო შეთანხმება იქამდე, ვიდრე არ დასრულდება მოლაპარაკება და არ გვეცოდინება საერთოდ რამდენი მაჟორიტარული ოლქი იქნება,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში ძირითად მაჟორიტარულ ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის” და „ევროპული საქართველოს” ლიდერები იყრიან კენჭს. მათ შორის:შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, გიორგი ვაშაძე და ზაალ უდუმაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად