A1 ბანერი

ბესელია ოხანაშვილზე: პატარა კაცუნების გამონათქვამებზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ

“ანრი ოხანაშვილმა იცის რა არის მომსახურების ზონა?”, – ასე პასუხობს დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის კომენტარს, რომლის თანახმადაც “ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან”.

“ჯერ გაერკვა ამ პარლამენტის ლაბირინთებში და საერთოდ პოლიტიკაში? ამ პატარა კაცუნების გამონათქვამებზე მე ნუ გამაკეთებინებთ კომენტარს”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ეკა ბესელიას ერთ-ერთ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ “ეკა ბესელია მომსახურების ზონიდან გასულია “.

ეკა ბესელიას კითხვა უკავშირდებოდა იმას, თუ რატომ არის მოსამართლეების საკითხზე უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის ავტორი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი.

„საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების ავტორი არის პარალმენტის თავმჯდომარის კაბინეტი, ბესელიას კაბინეტი წარმოდგენილი აქვს ოთახად, ამიტომ აქ ვამთავრებ მასთან პასუხების გაცემას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...