ბესელია: 10 კაციანი ბოროტების სია შევაჩერე! კობახიძე, ზარდიაშვილი, შემდეგი ვინ იქნება გამოჩდება ცოტა ხანში

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ და ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა და მისმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა დაანგრიეს და თავდაყირა დააყენეს პარლამეტიც და პარტია “ქართული ოცნება” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია წერს.

არც პარტიას გააკარებენ ( ძალიანაც კი უნდოდა)) და არც სხვა რამეებს რასაც ეპოტინებოდა. მისი პატრონი ჩინჩალაძე რაიმეს მოუფიქრებს, მაგრამ მდინარაძემ კი დაკარგა პატრონი((( ეგონა ისეთი ფალავანი ჰყავდა , რომ ტრაბახობდა ეგ რომ მიუშვა (არ ვასახელებ ვინაობას ) …. ჩამოაგდებსო😂😂
თვითონ კი დაენარცხა და მხოლოდ მარცხენა გახდა ამისთვის საკმარისი…
ასეთებმა (ოხანაშვილი, კობახიძე, კილაძე , მათიკაშვილი…) დაანგრიეს და თავდაყირა დააყენეს პარლამეტიც და პარტიაც!
რაც მთავარია ქვეყანა ზიანდება ასეთების სახელმწიფო სადავეებთან მიშვებით.

გვიან მიხვდა ,მაგრამ მაინც ვინც უნდა მიმხვდარიყო, თუმც ზიანია დიდი უკვე მათთვის!

მოკლე დროში შედეგი :
10 კაციანი ბოროტების სია შევაჩერე !
კობახიძე … ზარდიაშვილი…
შემდეგი ვინ იქნება გამოჩდება ცოტა ხანში …
მე ბრძოლას ვაგრძელებ და არასოდეს ვჩერდები შუა გზაზე!

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად