ბესელია მთაწმინდის არჩევნების შედეგებზე: ამომრჩეველს არ სურს სამართლიანობის იდეა თავდაყირა დადგეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას შეფასებით, 19 მაისის შუალედური არჩევნებიდან გარკვეული დასკვნების გაკეთება შესაძლებელია.

ეკა ბესელიას თქმით, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ რეალური კონკურენტული გარემო შექმნილი არ იყო და საარჩევნო პროცესი პოლარიზებული იყო ორ პოლიტიკურ ძალას შორის, რამაც შედეგებზე თავისი გავლენა იქონია.

“მთაწმინდის ოლქში რომ არ იყო საარჩევნო აქტიურობა, ესეც პროტესტის გამოვლინება იყო. ის, რომ ტარდება მეორე ტური, იმას ნიშნავს, რომ ეს იყო პასუხი სამართლის თავდაყირა დაყენებას და სამართლიანობის იდეის წარსულისაკენ შემოტრიალებაზე. ამომრჩეველს არ სურს სამართლიანობის იდეა თავდაყირა დადგეს – ხმების გადანაწილებაც ამის შესაბამისად მოხდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...