ბესელია: მოსამართლეები, რომლებმაც კონვენციის ძირითადი მუხლები დაარღვიეს პარლამენტმა უნდა გაფილტროს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ იმ პრინციპულ საკითხებზე ისაუბრა, რომელზეც მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის. ბესელია ამბობს, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება.

“საბჭოს მიმართ ნდობა არ არის მაღალი, მინდა კორექტულად გამოვხატო პოზიცია, მაგრამ არსებობს ძალიან კრიტიკული მოსაზრება საბჭოს საქმიანობის და მისი გადაწყვეტილებების მიმართ. ამიტომ პარლამენტმა აიღოს მთავარი მანდატი და პასუხისმგებლობა. აქ გვაქვს ცოტა განსხვავებული ხედვა და ვთქვით, რომ ეს საკითხი სამსჯელოდ კიდევ გავაგრძელოთ. იმიტომ, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს უფრო ფართო შემადგენლობით სია, ვინც ფორმალურად აკმაყოფილებს კანონისა და კონსტიტუციის მოთხოვნებს. საბჭომ გადმოაგზავნოს ეს სია პარლამენტში. მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევ კანდიდატურებს როცა ვიხილავთ ერთ პოზიციაზე 3 კანდიდატურა სახელდება. და არა ის, რომ 10 თავისუფალი ადგილია უზენაეს სასამართლოში და მხოლოდ 10 კაციანი სია იყოს. ეს არის ერთი განსხვავება.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში განხილვის კრიტერიუმების დროს შევჯერდეთ იმაზე, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურად აღიარებულ საქმეებში მონაწილეობდნენ, ის რაც პარლამენტმა აღიარა 2012 წელს და თქვა პოლიტიკური აქტით. ასევე უნდა იყოს ერთ-ერთი გამომრიცხავი გარემოება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც გვხვდება კონვენციის ძირითადი მუხლების დარღვევვები, ასევე ის მოსამართლეები, რომლებსაც დაუდგინდათ ასეთი დარღვევები ესეც ერთ-ერთი გარემოება უნდა იყოს, რომელიც პარლამენტში გადმოტანილი პროცესისას გაფილტრავს ამ კანდიდატებს და იქნება ამ გადაწყვეტილებებისთვის ერთ-ერთი წინაპირობა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად