ბესელია: მიქაუტაძეს ნახევარი უმრავლესობა ფეხქვეშ გაეგო, გეგონება მაფიის ხელმძღვანელი მოდიოდა პარლამენტში

“მე ეჭვი მეპარება, მაგალითად, თუ გავიხსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს როგორ დახვდა იურიდიული კომიტეტი, რომ გეგონებოდა მაფიის დაჯგუფების ხელმძღვანელი მოდიოდა პარლამენტში და ფეხქვეშ გაეგო ნახევარი უმრავლესობა. ძნელად წარმომიდგენია, რომ მას ხმა არ მისცენ. გამიხარდება, თუ ჩემი პროგნოზი არ გამართლდება”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელია, რაც ყველა დეპუტატს კარგად უნდა ესმოდეს.

ეკა ბესელიას თქმით, მედიის არქივში იქნება შემორჩენილი კომენტარები იმ დეპუტატების, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ შეაჩერეს სია და საინტერესო იქნება, ისინი მისცემენ თუ არა ხმას იმ გვარებს, რომლებიც 20-კაციან სიაშიც მეორდება.

“ეს კენჭისყრა დარჩება ისტორიას, რადგან, როცა ეს პოლიტიკოსები აღარც პოლიტიკაში იქნებიან და აღარც პარლამენტში, ამ კენჭისყრის შედეგებს მოიმკიან. უნდა აცნობიერებდეს ყველა, რომ გუნდი და პარტია არ არის იმის საპირწონე, რაც არის ამ გადაწყვეტილების ერთ მხარეს – აქ დგას ქვეყნის ბედი. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულება იქნებოდა გამოსავალი, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, მაგალითად, თუ გავიხსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს როგორ დახვდა იურიდიული კომიტეტი, რომ გეგონებოდა მაფიის დაჯგუფების ხელმძღვანელი მოდიოდა პარლამენტში და ფეხქვეშ გაეგო ნახევარი უმრავლესობა. ძნელად წარმომიდგენია, რომ მას ხმა არ მისცენ. გამიხარდება, თუ ჩემი პროგნოზი არ გამართლდება,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ: პარლამენტის მიმდინარე სასესიო კვირაში იგეგმება კენჭი ეყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 20 კაციან სიას. კენჭისყრა 12 დეკემბერს იგეგმება და ამ დღეს ეკა ბესელია მოუწოდებს საზოგადოებას, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციით გამოხატოს თავისი პოზიცია და არ დაუშვას, რომ პარლამენტმა ხალხის სახელით აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად