ბესელია: მგონია, რომ “ოცნებაში” მმართველობითი კრიზისი კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ დაიწყო

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა.

“მე საერთოდ მგონია, რომ მმართველობითი კრიზისი კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ დაიწყო. ეს ყველაფერი რაც ეხლა ხდება, რაზეც ნაცვლიშვილი საუბრობდა, ალბათ დასაბამი იქიდან მოდის, მაგრამ ალბათ მაინც ფარული დინებების გამო ხდებოდა. თურმე გარიგება იყო გარკვეულ პირებსა და წინა რეჟიმს შორის, რომ ხელშეუხებლობისა და ინდულგენციის გარანტიები ჩამოურიგეს ბიჭებმა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად