ბესელია: მგონია, რომ “ოცნებამ” პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გადაიფიქრა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ეჭვი გამოთქვა, რომ ხელისუფლებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გადაიფიქრა.

“ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე დავუჭერთ ამ ინიციატივას მხარს იმიტომ, რომ უმრავლესობას და “ქართულ ოცნებას” არ მიეცეს საბაბი გადაიფიქროს ის დაპირება და ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება.

ოპოზიციიდან დარწმუნებული ვარ ყველა უჭერს მხარს, მაგრამ ეს თამაში, რომ რაღაცა ხმების მოგროვების პრობლემა დგას, ძალიან ცუდად მენიშნება. ასე მგონია, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადაიფიქრა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და მიზეზებს ეძებს,”- განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად