ბესელია: მეტისმეტად სტრესის მომტანი მგონია ამ დოზით ამ ეპიდემიაზე საუბარი

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.

“დროა ამ პანდემიის გარდა სხვა მოვლენების და თემების განხილვისთვისაც მოიძებნოს დრო. მეტისმეტად სტრესის მომტანი მგონია ამ დოზით ამ ეპიდემიაზე საუბარი…
სხვა რამეებიც ხომ ხდება ამ ქვეყანაში და იქნებ დაგვრჩა ყურადღების მიღმა არანაკლებ მნიშვნელოვანი თემები ,რაც ასევე საყუარადღებოა.

ყველაფერი ჩაანაცვლა ამ ვირუსმა და მასზე საუბარმა.
ინფორმაციის ნაკადის და მაშტაბის მართვაც მნიშვნელოვანია.

ამ ვითარებაში კი მეტად უნდა მოვუსმინოთ ფსიქოლოგებს და მათ ანალიზს . ფსიქო ემოციური ფონის რეგულირებას და სიმშვიდის შენარჩუნებას ჭირდება კარგი ფსიქოლოგების ხშირი საუბარი💝
პ.ს ამ პანდემიის დამარცხება უნდა მოხდეს სწრაფად და მათ შორის ინფორმაციულ ველში სხვა თემებისთვის ადგილის გათავისუფლებით 😇თორემ შთანთქა ყველაფერი))” – წერს ეკა ბესელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად