A1 ბანერი

ბესელია: მეთოფიშვილი ჯერ შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდა

მეთოფიშვილი ჯერ შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი წევრის სერგო მეთოფიშვილის შესახებ წერს:

“მეთოფიშვილის მსგავსი მოსამართლე რომ ზიანს მიაყენებს სასამართლოს იმიჯს და ავტორიტეტს ისე ვერავინ დააზიანებს. ალაპარაკეთ კიდევ მეტი და მერე იწუწუნეთ რატომ აქვს სასამართლოს ასეთი დაბალი სანდოობა. სამწუხაროა ასეთი მოსამართლის ხელშია მართლმსაჯულება! ბატონი მეთოფიშვილის გამონათქვამები არ იმსახურებს ჩემს კომენტარს, მე რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდი ეს ადამიანი ჯერ შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდა და სამართალს ამრუდებდა.

გადახედეთ მის საქმეებს, ყველაზე რეპრესიული რეჟიმის დროს 2009-11 წწ იყო ადმინისტრაციულ კოლეგიაში თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. დასისხლიანებული ახალგაზრდები რომ მიყავდათ ბედნიერი უსჯიდა ადმინისტრაციულ პატიმრობას. დაჩი ცაგურია ახსოვს ნეტა?? შორს წამიყვანს ჩამონათვალი… ალაპარკეთ მეტი და ნაკლები ახსნა დაგვჭირდება რის დაცვას ვცდილობთ და ვისგან…” – წერს ეკა ბესელია Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...