ბესელია: მძიმე საყურებელი იყო, პრობლემებს გაქცეული კაცების ყურება, ვხედავდი როგორ იმალებოდნენ

მძიმე საყურებელი იყო, პრობლემებს გაქცეული კაცების ყურება. ვგულისხმობ რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომელსაც წესით, ხმა უნდა ამოეღო, რაღაც პოზიცია ეთქვა. ვხედავდი როგორ იმალებოდნენ,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან სიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებიც უსამართლობის წინააღმდეგ უნდა გამოდიოდნენ.

“მძიმე საყურებელი იყო, პრობლემებს გაქცეული კაცების ყურება ვგულისხმობ რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომელსაც წესით ხმა უნდა ამოეღო, რაღაც პოზიცია ეთქვა. ვხედავდი როგორ იმალებოდნენ. მთლიანობაში კიდევ უფრო დამძიმდა სურათი აგვისტოს შემდეგ. მე რამდენიმე კოლეგას ჯერ კიდევ უმრავლესობიდან ვესაუბრე და სხვათა შორის, არ დამალეს, რომ ისინიც არიან შეწუხებულები ამ ვითარებით. მე ვგულისხმობ მებრძოლ ჯგუფს, რომლებსაც სხვა ისტორია აქვთ, მაგრამ დღეს სხვადასხვა გარემოებების გამო ვერ საუბრობენ და პირად საუბარში ვერ მალავდნენ თავიანთ წუხილს, უკმაყოფილებას გარკვეულ შეუთავსებლობას ამ რეალობასთან.

ალბათ არის მიზეზები, რომ ვერ ამბობენ ამ მიზეზებს. ჩემთვის არ არის გასაგები მიზეზები, რის გამოც ვერ ამბობენ. სხვისი განკიცხვა მთლად კარგი საქმე არ არის და არც ქრისტიანული წესია, მაგრამ იცით, როგორ რაღაცაში ვცდილობ ხოლმე გავაკრიტიკო სხვა? ჩემს თავს წარმოვიდგენ ხოლმე, მე თუ შემიძლია გავუძლო ან რაღაც ნაბიჯი გადავდგა, მერე ვთხოვ ხოლმე სხვასაც. მე თუ არ შემიძლია ეს ნაბიჯი გადავდგა, არც სხვას ვთხოვ.”,-განაცხადა ეკა ბესელიამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...